სტიქიური უბედურებები

ცუნამი 

ოკეანის ძალიან დიდი სიგრძის გრავიტაციული ტალღები, რომლებიც უმთავრესად წარმოიქმნება ფსკერზე ან სანაპირო ზოლში მომხდარი მიწისძვრის (რიხტერის სკალით 6,5 ბალზე მეტი სიძლიერისა და ჰიპოცენტრით 50 კმ-ზე ნაკლებ სიღრმეზე), ვულკანური მოქმედებისა და სხვა ტექტონიკური პროცესების შედეგად. ცუნამის 1000-მდე ცნობილი შემთხვევიდან 100-ზე მეტი კატასტროფული იყო. ცუნამის 80% წყნარი ოკეანის პერიფერიაზე ჩნდება.
ცუნამის ტალღების გავრცელების სიჩქარე 50-დან 1000 კმ/სთ-მდე, ხოლო ტალღის სიმაღლე 0,1 მ-დან (ღია ზღვაში) 5მ-მდე (ნაპირთან) მერყეობს. ცუნამი დიდ ნგრევასა და მსხვერპლს იწვევს. ლისაბონის 1755 წლის მიწისძვრის შედეგად წარმოქმნილმა ტალღებმა ნაპირიდან 1კმ-ის მანძილზე შეაღწია ხმელეთზე და ოკეანეში ჩარეცხა ნაპირთან მდგომი გემები, სახლები, ხიდები, ადამიანები.
2005 წელს ინდონეზიის კუნძულებთან მომხდარმა მიწისძვრამ გიგანტური ცუნამი წარმოქმნა, რომელიც თავს დაატყდა აზიისა და აფრიკის ქვეყნებს და 200 ათასზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა.

 

ღვარცოფი
 კომპლექსური გეოლოგიურ–გეომორფოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენა,მაღალი კონცენტრაციის წყალგრუნტოვანი ნაკადის მოძრაობა მდინარის ან ხრამის კალაპოტში, რისი გამოვლინებაც განპირობებულია რელიეფის ძლიერი დანაწევრებით, ფერდობებისა და კალაპოტების ძლიერი დახრილობით, დენუდაციური და ეროზიული პროცესების ინტენსიური განვითარებით, თოვლის ინტენსიური დნობით, ბუნებრივი ან ხელოვნური კაშხლების წყალსატევებიდან გადმოხეთქილი წყლებით და ძლიერი თავსხმა წვიმებით.
ღვარცოფსაშიშ ადგილებში ინტენსიური ფიზიკური გამოფიტვის შედეგად წარმოქმნილი დიდი მოცულობის ნაშალი მასალა წყლით გაჯერების და გათხევადების პირობებში გადაიქცევა ტალახის, ქვატალახისა და წყალქვის ნაკადებად, რომელიც ჩვეულებრივი წყალმოვარდნებისგან გამოირჩევა უფრო დიდი ხარჯით, მოძრაობის უფრო დიდი სიჩქარით, მყარი ჩამონადენის დიდი მოცულობით, მაღალი სიმკვრივით და შესაბამისად დარტყმის განსაკუთრებული სიძლიერით. ასეთ ნაკადებს გამანადგურებელი ძალა გააჩნია, რაც საფრთხეს უქმნის დასახლებულ პუნქტებს, ანგრევს ან ძლიერ აზიანებს სხავადასხვა დანიშნულების შენობებს, სამრეწველო თუ სასოფლო–სამეურნეო ობიექტებს, სხვადასხვა კომუნიკაციებს, იწვევს ადამიანთა მსხვერპლს.

                                                      
ზვავი 
 მთის ფერდობზე მოძრავი თოვლის მასა.
ზვავი სტიქიური, ხშირად კატასტროფული მოვლენაა. იგი უპირველეს ყოვლისა, მთებთანაა დაკავშირებული. ზვავის ჩამოსვლისათვის ყველაზე ხელსაყრელი პირობა იქმნება თუ: თოვლის საფარი აღემატება 20 სმ-ს, მთის ფერდობის დახრილობა მერყეობს 15-დან 50 გრადუსამდე და ტერიტორიაზე არ არის ტყე. ყველაზე ხელსაყრელი ვითარება ზვავის ჩამოწოლისათვის იქმნება 300-400-ით დახრილ ფერდობებზე და მაშინ, როცა ერთ დღის განმავლობაში 10 სმ-ზე მეტი თოვლი მოდის. ზვავი გარკვეული სისქის თოვლის საფარის ჩამოყალიბებასთანაცაა დაკავშირებული, ამიტომ მათი მოქმედება ძირითადად ზამთრის თვეებშია მოსალოდნელი. პერიოდს, როცა მოსალოდნელია ზვავის გააქტიურება, ზვავსაშიში ეწოდება.
ზვავსაშიში პერიოდების გეოგრაფია დიდი მრავალფეროვნებით არ გამოირჩევა. ჩრდილოეთი ნახევარსფეროს სუბტროპიკული და ზომიერი სარტყლის მთებში ეს პერიოდი იანვრიდან მაისამდე გრძელდება. მარტამდე ჩამოსული ზვავები ძირითადად მცირე და ნაკლებად სახიფათოა.
მთები ზვავსაშიშობის მიხედვით, ზღვის დონიდან სიმაღლის მიხედვით, პირობითად იყოფა რამდენიმე საფეხურად:
1. დიდი ზვავსაშიშროების ზონა - ზღ. დონიდან 3000-4000 მ. აქ ზვავები წელიწადში რამდენჯერმე ჩამოდის.
2. მაღალი ზვავსაშიშროების ზონა - ზღ. დონიდან 2000-3000 მ. ზვავები ყოველწლიურად ჩამოდის.
3. საშუალო ზვავსაშიშროების ზონა - ზღ. დონიდან 1500-2000 მ. ზვავები თითქმის ყოველწლიურად ჩამოდის.
4. უმნიშვნელო ზვავსაშიშროების ზონა - ზღ. დონიდან 1000-1500 მ. ზვავები იშვიათად ჩამოდის.



ვულკანი 
 (velcanus-ალი,ცეცხლი-ლათ.) არის დედამიწის ქერქის არხებზე და ნაპრალებზე გაჩენილი გეოლოგიური eee    vარმონაქმნი,რომლითაც დედამიწის ზედაპირზე ამოიფრქვევა ლავა,ფერფლი,ცხელი გაზები,წყლის ორთქლი და სამთო ქანების ნამტვრევები.ვულკანები არსებობს:მოქმედი,დაძინებული  და ჩამქრალი,ხოლო ფორმის მიხედვით: ცენტრალური და ნაპრალებიანი. ვულკანის მექანიზმი  შედგება შემდეგი ნაწილებისგან: მაგმატური კერა(დედამიწის ქერქში ან ზედა მანტიაში),ყელი,კონუსი და კრატერი.ამჟამად ატქიური მოქმედი ვულკანებია: კლიუჩევსკისა და ავაჩინსკის სოპკა(რუსეთი), ისალკო(სალვადორი), მაუნალოა(ჰავაის კუნძულები), ტახუმულკო(გვატემალა), სანტა-ანა(სალვადორი), ირასუ(კოსტა-რიკა), ვეზუვი,ეტნა(იტალია) და სხვები.
მაგმა(Magma-სქელი საცხი-ბერძ.) არის სილიკატური შემადგენლობის გამდნარი მასა,წარმოქმნილი დედამიწის ღრმა ზონებში.დედამიწის ზედაპირზე ამოფრქვეულ მაგმას ლავა ეწოდება.მაგმა მიისწრაფვის ზედაპირისკენ,ამ დროს გამოიყოფა წყლის ორთქლი და გაზები,რომლებიც ფართოვდება როცა გადაეყრება წინააღმდეგობას,მათი განთავისუფლება ხდება აფეთქების გზით.სწორედ ეს აერის ვულკანის ამოფრქვევა,რომლის დროს დედამიწის ზედაპირზე ამოტანილია მაგმაც.ის სწრაფი გაციების შედეგად გადაიქცევა ვულკანუს წიდად.
ძირითადად 6 ვულკანურ პროცესს შეუძლია გამოიწვიოს კატასტროფული საშიშროებანი,ესენია: ლავების ნიაღვარი,ფერფლი,ვულკანური ტალახის ნიაღვარი,ვულკანური წყალდიდობა,ალმოდებული ღრუბლები და გამოყოფილი გაზები.
ლავა გაცხელებულია 900-1100 ° C,ის ამოიღვრება პირდაპირ ნაპრალებიდან მიწაზე,ან გადმოიღვრება ვულკანის კრატერიდან და მიედინება მთის ძირისაკენ.ლავის ნიაღვრის საშუალო სიჩქარეა 60 კმ-საათში.ის მიედინება უფრო ჩქარა თუ მთას აქვს დიდი დახრა,საშიშროება წარმოიქმნება მაშინ,როცა ლავის ნიაღვარი მიაღწევს დასახლებულ პუნქტს,ნგრევის გარდა,ის იწვევს ხანძარს.თხელ ლავას მოკლე დროში შეუძლია დატბოროს მნიშვნელოვანი ტერიტორია.
ვულკანური ფერფლი არის ვულკანური აფეთქებებისგან თხელი და მაგარი ლავების დაწვრილმანების და დამტვერიანების პროდუქტი.ყველაზე დიდ ნატეხებს ეწოდება ვულკანური ბომბები.მათი ზომებია რამდენიმე სანტიმეტრიდან 5-7 მეტრამდე.ვულკანურ ბომბებზე უფრო პატარა ზომის ნატეხებს ეწოდება „ლაპილები“,კიდევ უფრო მცირე ზომისას-ვულკანური ქვიშა,ხოლო წვრილ ნაწილაკებს-ფერფლი.ფერფლს ატმოსფეროში შეუძლია მოახდინოს გავლენა კლიმატზე.ფერფლი ანჰგრევს სახლებს,მარხავს მოსახლეობას ნანგრევებში,მისგან გამოყოფილი გაზები წამლავენ ცოცხალ არსებებს,ანადგურებს მცენარეულობას,სპობს შინაურ და გარეულ ცხოველებს,იწვევს შიმშილობას.
ვულკანური ტალახის ნიაღვრები ლავაზე უფრო საშიშია და 100-ჯერ მეტი მსხვერპლის მოტანა შუძლია.ვულკანური ტალახის ნიაღვრებს შეუძლიათ დაფარონ და დატბორონ დიდი ფართობის ტერიტორიები,ხოლო თუ ასეთი ნიაღვარი შეიცავს დიდი რაოდენობით მყარ ნაწილაკებს და მცირე რაოდენობით წყალს,მაშინ ის გადაიქცევა მეწყერად.ასეთი ნიაღვრები მოძრაობენ ძალზე სწრაფად,ადამიანები ვერ ასწრებენ ევაკუაციას,ხოლო თავშესაფარში ყოფნა შიძლება დასრულდეს ცუდად,რადგან თხელი მასა ავსებს მთლ სივრცეს.
ვულკანის ამოფრქვევისას,გამდნარი მყინვარებიდან შეიძლება წარმოიქმნას დიდი რაოდენობით წყალი.
ვულკანის ალმოდებული ღრუბლები ღრუბლები წარმოადგენს გავარვარებული გაზებისა და ფერფლის ნარევს.ვულკანური პროცესებიდან ეს არის ყველაზე საშიში,რადგან მას მოაქვს დიდი რაოდენობის მსხვერპლი.სიკვდილს იწვევს დამწვრობა და გაგუდვა.ასეთი ღრუბლების ტემპერატურა კრატერთან ახლოს 1000 ცელსიუს გრადუსს აღწევს,ხოლო მისგან რამდენიმე კილომეტრის მანძილზე 700 ცელსიუს გრადუსს.ის წვავს ხეებს და ადნობს მინას,იწვევს ხანძარს.ფერდობებზე დაშვების დროს ის ავითარებს 100 კმ/სთ სიჩქარეს.
ვულკანური გაზები მომაკვდინებელია ადამიანებისა და ცხოველებისათვის.ასეთ გაზებს აქვს სუნი,რადგან შეიცავენ გოგირდოვან ჟანგს,გოგირდოვან წყალბადს,ქლოროვან წყალბადის და ფტოროვანი წყალბადის მჟავებს,რომლებიც იმყოფება გაზის მდგომარეობაში.ასევე ყველგან მონაწილეობს ნახშიროჟანგი და მხუთავი გაზები. 






მიწისძვრა









ფილაქანთა თორიამ, ანუ გლობალური ტექტონიკის თეორიამ მთლიანობაში ამომწურავად ახსნა მიწისძვრის გამომწვევი მიზეზები.
ფილაქანთა თეორიის მიხედვით, ლითოსფერო შედგება რამდენიმე დიდი ფილაქნისაგან და ეს ლითოსფერული ფილაქნები მოძრაობენ ერთმანეთის მიმართ. ჩვეულებრივ გამოყოფენ 6 დიდ, კონტინენტური ზომის, ფილაქანს ( აფრიკის, ამერიკის,  ანტარქტიკის, ავსტრალია-ინდოეთის, და წყნარი ოკეანის) და 14 შედარებით მცირე, სუბკონტინენტური ზომის ფილაქანს.
ლითოსფერული ფილაქნები მოძრაობენ შედარებით ბლანტ ასთენოსფეროზე. დიდი ფილაქნების საზღვრებზე მრავალი პატარა მიკროფილაქანი იქმნება. ფილაქნების ურთიერთ მოძრაობა იწვევს ფილაქანთა შორის მოთავსებული შედარებით ვიწრო სასაზღვრო ზოლის დეფორმაციას. დეფორმაციის გამო ხდება დაძაბულობის დაგროვება, რომელიც შეიძლება განიმუხტოს უეცრად (სეისმურად) ან ნელა (ასეისმურად). იმის გამო, რომ დეფორმაცია ძირითადად ფილაქნების საზღვრებზე ხდება, მიწისძვრების უმეტესობაც ამ საზღვრებთნაა კონცენტრირებული.
მიწისძვრა ბუნების ერთერთი ყველაზე საშიში და მრისხანე მოვლენაა.მიწისძვრა მსხვერპლის რაოდენობითა და დამანგრეველი მოქმედებით აღემატება ყველა სხვა ბუნებრივ კატასტროფას.დღესაც კი ადამიანი უძლურია ამ სტიქიის წინაშე.


თუმცა სხვა თვალით რომ შევხედოთ, მიწისძვრა მეტად საინტერესო მოვლენაა.ის ბუნებრივი, ტექტონიკური პროცესის ერთერთი შემადგენელი ნაწილია და ამ მოვლენის ძირეული მიზეზი დედამიწის წიაღში მიმდინარე პროცესებია. მიწისძვრის დროს გამოსხივებული ტალღები გვაძლევენ ინფორმაციას დედამიწის შინაგანი აგებულების შესახებ.


მეცნიერებას, რომელიც მიწისძვრებს მიწისძვრებს სწავლობს სეისმოლოგია ეწოდება (ბერძ. სეისმოს - რყევა, მიწისძვრა). სეისმოლოგია გეოფიზიკის ერთერთი უმნიშვნელოვანესი დარგია. იგი პირობითდ შეიძლება სამ ნაწილად დავყოთ: პირველი ესაა .. „ტალღურისეისმოლოგია, რომელიც შეისწავლის მიწისძვრის დროს გამოსხივებულ ტალღებს, მათი გავრცელების კანონზომიერებებს და მათი საშუალებით დედამიწის აგებულებას. მეორე ნაწილი ესაა საკუთრივ მიწისძვრის ფიზიკა, მიწისძვრის კერაში მიმდინარე პროცესები. მესამე -  მიწისძვრას განიხილავს, როგორც ბუნებრივ კატასტროფას, შეისწავლის სეისმურ საშიშროებას.
მიწისძვრის გამომწვევი მიზეზები
მიწისძვრის გამომწვევი მიზეზი შეიძლება სხვადასხვა იყოს: ვულკანის მოქმედება, კარსტული ჩაქცევები, აფეთქებები და სხვა, მაგრამ ასეთი მიწისძვრები, ჩვეულებრივ საკმაოდ სუსტია (გარდა ბირთვული აფეთქებებით გამოწვეული მიწისძვრებისა). ამიტომ მიწისძვრებზე საუბრისას, ჩვეულებრივ გულისხმობენ .. ტექტონიკურ მიძისძვრებს, რომელთა გამომწვევი მიზეზები ლითოსფეროსა და ზედა მანტიაში მიმდინარე პროცესებია. ეს პროცესები იწვევს დედამიწის ქერქის მთლიანობის უეცარ რღვევას, რასაც თან ახლეავს დრეკადი ტალღების გამოსხივება. სწორედ ეს დრეკადი ტალღებია დედამიწის ზედაპირის რხევის მიზეზი, რასაც ჩვენ მიწისძვრას ვუწოდებთ.






No comments:

Post a Comment