გლობალური დათბობა


გლობალური დათბობა —დედამიწის ატმოსფეროს მიწისპირა ფენის და მსოფლიო ოკეანის საშუალო წლიური ტემპერატურის სწრაფი ზრდის პროცესი.
ატმოსფეროს საშუალო ტემპერატურა დედამიწის ზედაპირზე ბოლო საუკუნის განმავლობაში 0.74 ± 0.18 °C-ით გაიზარდა. კლიმატის ცვლილების სამთავრობათშორისო ჯგუფის(IPCC) დასკვნით "დედამიწის ატმოსფეროს საშუალო ტემპერატურის ზრდა მე-20 საუკუნის შუა წლებიდან სავარაუდოდ განპირობებულია ანთროპოგენური (ანუ ადამიანის საქმიანობის შედეგად წარმოქმნილი) სათბურის აირების კონცენტრაციის ზრდით", რომლის შედეგადაც ძლიერდება ატმოსფეროს სათბურის ეფექტი, რაც დედამიწის ქერქისა და ქვემო ატმოსფეროს გახურებას იწვევს. 21–ე საუკუნეში მოსალოდნელია დედამიწის ატმოსფეროს საშუალო ტემპერატურის შემდგომი ზრდა 1,1 – 6,4 °C–ით. სათბური აირების კონცენტრაციის ზრდის შეჩერების შემთხვევაშიც კი ეს დათბობა კიდევ ათას წელს გაგრძელდება. მხოლოდ ამის შემდეგ არის მოსალოდნელი დარღვეული წონასწორობის ხელალხალი დამყარება და საშუალო ტემპერატურის დასტაბილურება.
ატმოსფეროს საშუალო ტემპერატირუს ზრდა გამოიწვევს ზღვის დონის აწევას. გაიზრდება კატასტროფული კლიმატური მოვლენების სიხშირე და სიმძლავრე, შეიცვლება ნალექებისრაოდენობა და განაწილება. შეიცვლება აგრეთვე სოფლის მეურნეობის მოსავლიანობა, შემცირდება მყინვარები, გადაშენდება ცოცხალი ორგანიზმების ზოგიერთი სახეობები, გაიზრდება დაავადებათა რიცხვი.
ჯერჯერობით უცნობია დედამიწის რომელი რეგიონი უფრო მეტად დაზარალდება ამ ცვლილებების შედეგად. სახელმწიფოთა უმრავლესობამ ხელი მოაწერა კიოტოს ოქმს, რომელიც ატმოსფეროში სათბურის აირების გაფრქვევათა შემცირებას ისახავს მიზნად. თუმცა არ წყდება დებატები იმის შესახებ, თუ რა უფრო რაციონალურია: გლობალური დათბობის შეჩერების ან შემოტრიალების მცდელობა თუ ადაპტაცია არსებულ და მოსალოდნელ ცვლილებებისადმი.
საერთაშორისო ორგანიზაცია ”Global Humanitarian Forum”-მა, რომლის თავმჯდომარეც გაეროს გენერალური დირექტორი კოფი ანანია, გამოაქვეყნა დასკვნა, რომელშიც გლობალური დათბობის მსხვერპლთა ზუსტი რაოდენობაა დასახელებული. ამის შესახებ ”New Scientist”-ი წერს. მკვლევართა მონაცემებით, ამჟამად გლობალური დათბობის გამო მსოფლიოში ყოველწლიურად დაახლოებით 300 ათასი ადამიანი იღუპება. საქმე იმაშია, რომ კლიმატის ცვლა ბუნებრივი სტიქიური მოვლენების რაოდენობის ზრდას იწვევს, ისეთების, როგორიცაა გვალვა და წყალდიდობა. ამას გარდა ცვალებადი კლიმატი გავლენას ახდენს განვითარებული ქვეყნების სოფლის მეურნეობაზეც, რასაც შიმშილობამდე მივყავართ. ”Global Humanitarian Forum”-ის მონაცემებით, სიკვდილიანობის დიდი წილი (90%-ი) განვითარებულ ქვეყნებზე მოდის. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ 2030 წლისათვის დათბობის მსხვერპლთა რაოდენობა ყოველწლიურად 500 ათასამდე გაიზრდება.

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ გლობალური დათბობა ყველაზე უარესი სცენარით განვითარდება. საუკუნის დასასრულს დედამიწაზე ტემპერატურა საგრძნობლად მოიმატებს, რასაც ბუნებრივი კატაკლიზმები მოჰყვება. 2100 წელს დედამიწის ტემპერატურა 4, 5 გრადუსით მოიმატებს. აიწევს მსოფლიო ოკეანის დონეც და გახშირდება სტიქიური მოვლენები. ამას ამტკიცებს ჯონ ფაზულო - კოლუმბიის ატმოსფერული კვლევის ნაციონალური ცენტრის მეცნიერი.

მსოფლიოს სხვადასხვა კუთხის მეცნიერები სხვადასხვა მოდელს შეიმუშავებენ. ისინი გვამცნობენ როგორც დადებით, ისე უარყოფით შედეგებზე. კომპიუტერები, რომლებიც ამუშავებენ ამ მოდელებს ვერ იძლევიან ზუსტ პასუხს ისეთ აუცილებელ პარამეტრზე, როგორიცაა ღრუბლის საფარის სისქე. მეცნიერების აზრით, ტემპერატურის ცვალებადობაზე ძალიან მოქმედებს ღრუბლის სისქე, რომელიც ტროპიკებსა და სუბტროპიკებშია ფორმირებული.

ჯ. ფაზულომ შეისწავლა ორ ათეულამდე მოდელი და გამოარკვია რამდენიმე ყველაზე ზუსტი, რომელიც ღრუბლის სისქეს უახლოვდება. სწორედ ამ მოდელებმა გვიწინასწარმეტყველეს ტემპერატურის ზრდის ძალზე მაღალი ტემპები მთელს პლანეტაზე.

ადამიანი ის ერთადერთი არსებაა, რომელმაც მშვიდი ცხოვრება არ იკმარა და თავისი საქმიანობით დაღი დაასვა ბუნებას. მეცნირები გვარწმუნებენ, რომ ახლოვდება წუთი, როცა შედეგებს ვიწვნევთ და  შესაძლოა, დედამიწაზე, სიცოცხლის არსებობის საკითხი ეჭვქვეშ დადგეს. ზოგმა მეცნიერმა კლიმატდამოკიდებული დაავადებებიც კი გამოუყვეს: გულსისხლძარღვთა დაავადებები, სასუნთქი სისტემის, ალერგიული, ინფექციური დაავადებები. მედიცინის ჩარევით შესაძლებელია მოსალოდნელი მსხვერპლის თავიდან აცილება.
2003 წელს რამდენიმე დღიანი მაღალი ტემპერატურის გამო ევროპაში ათასობით ადამიანი დაიღუპა, მათგან საფრანგეთში, 15000–მდე, საადაპტაციოთ ღონისძიებების წყალობით მომდევნო ცხელი ზაფხული საფრანგეთში. უმტკივნეულოდ გადაიტანეს, სასურველია, ასეთივე სამსახური საქართველოშიც არსებობდეს.

გლობალური დათბობა-დედამიწას სიცხე აქვს!!!

ტერმინი `გლობალური დათბობა~ ასახავს იმ ფაქტს, რომ, რაც უფრო მეტი ნახშირორჟანგი (ან სათბურის სხვა აირი) დაემატება ატმოსფეროს და შთანთქავს დედამიწის ზედაპირიდან გამოსხივებულ სითბოს, მით უფრო მოიმატებს ჰაერის ტემპერატურა დედამიწის ზედაპირზე. უკანასკნელი რამდენიმე საუკუნის განმავლობაში კაცობრიობა სულ უფრო მეტი და მეტი რაოდენობით მოიხმარს ქვანახშირს, ნავთობსა და ბუნებრივ აირს. წვის შედეგად გამოყოფილი ნახშირორჟანგის გარკვეულ ნაწილს ოკეანეები და მცენარეები შთანთქავენ, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ამ აირის თითქმის ნახევარი ატმოსფეროში მაინც რჩება. ადამიანის სამრეწველო საქმიანობის შედეგად ატმოსფეროში იფრქვევა სათბურის სხვა აირებიც. გამოთვლები გვიჩვენებს, რომ ამ აირების ზემოქმედებით გასულ საუკუნეში დედამიწაზე საშუალო ტემპერატურა 0.6 – 0.7°ჩ-ის ფარგლებში გაიზარდა. უკანასკნელი საუკუნის მანძილზე დედამიწაზე დათბობის პროცესი საგრძნობლად გაძლიერდა.
 გლობალური დათბობა შეიძლება ჩაითვალოგლობალური დათბობა შეიძლება ჩაითვალოს, როგორც ბუნებრივი პროცესების შედეგი. ბევრისთვის არგუმენტია ის, რომ ვულკანის ამოფრქვევა, მზის ლაქები ან თუნდაც დედამიწის ბრუნვა იწვევს გლობალური ტემპერატურის აწევას. თუმცა მეცნიერების გარკვეული ჯგუფი დედამიწაზე ტემპერატურის ზრდას უკავშირებს ატმოსფეროში სათბურის აირების კონცენტრაციის  მომატებასს, როგორც ბუნებრივი პროცესების შედეგი. ბევრისთვის არგუმენტია ის, რომ ვულკანის ამოფრქვევა, მზის ლაქები ან თუნდაც დედამიწის ბრუნვა იწვევს გლობალური ტემპერატურის აწევას. თუმცა მეცნიერების გარკვეული ჯგუფი დედამიწაზე ტემპერატურის ზრდას უკავშირებს ატმოსფეროში სათბურის აირების კონცენტრაციის  მომატებას.


გლობალური დათბობის პროცესში დიდ როლს ასრულებს კლიმატის ცვლილება (ინგლ. Climate change) — დედამიწის კლიმატური რხევა, რომელიც ვლინდებოდა ან ვლინდება დედამიწის ზედაპირის სხვადასხვა რეგიონსა თუ რაიონში. წარსულში გლობალური კლიმატური ცვლილებანი შეეხო დედამიწის ხმელეთის დიდ უბნებს; ცვლილებანი თანადროულ დროშიც გრძელდება. დედამიწის კლიმატური ისტორია მეტად მრავალფეროვანია და მოიცავს ასეულობით მილიონ წელს.კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებულ საკითხებს სწავლობს მეცნიერების სპეციფიური დარგი – პალეოკლიმატოლოგია.კლიმატი ანუ ჰავა – გარკვეულ ადგილებზე წლიდან წლამდე განმეორებადი ამინდის ტიპია. კლიმატწარმომქმნელი ფაქტორებია: 1) მზის რადიაცია; 2)ატმოსფეროს ცირკულაცია; 3) ქვეშ არსებული ზედაპირის ხასიათი (უპირველესად ხმელეთის და წყლის თანაფარდობა)
მზის სითბოსა და ტენის გადანაწილებაზე მოქმედებს აგრეთვე კონტინენტების განფენილობა, სანაპირო ხაზის დანაწევრება, ადგილის აბსოლუტური სიმაღლე, მთების განლაგება, მთის ფერდობთა ექსპროპრიაცია, ოკეანური დინებები.
კლიმატი, როგორც ყველა მეტეოელემენტი, ზონალურია, თითოეულ ნახევარსფეროში გამოყოფენ 8 კლიმატურ სარტყელს:
ეკვატორული კლიმატური სარტყელი
სუბეკვატორული კლიმატური სარტყელი
ტროპიკული კლიმატური სარტყელი
სუბტროპიკული კლიმატური სარტყელი
ზღვიური კლიმატური სარტყელი
სუბარქტიკული კლიმატური სარტყელი
სუბანტარქტიკული კლიმატური სარტყელი
არქტიკული კლიმატური სარტყელი
გლობალური დათბობა —დედამიწის ატმოსფეროს მიწისპირა ფენის და მსოფლიო ოკეანის საშუალო წლიური ტემპერატურის სწრაფი ზრდის პროცესი.

ატმოსფეროს საშუალო ტემპერატურა დედამიწის ზედაპირზე ბოლო საუკუნის განმავლობაში 0.74 ± 0.18 °C-ით გაიზარდა. კლიმატის ცვლილების სამთავრობათშორისო ჯგუფის (IPCC) დასკვნით “დედამიწის ატმოსფეროს საშუალო ტემპერატურის ზრდა მე-20 საუკუნის შუა წლებიდან სავარაუდოდ განპირობებულია ანთროპოგენური (ანუ ადამიანის საქმიანობის შედეგად წარმოქმნილი) სათბურის აირების კონცენტრაციის ზრდით”, რომლის შედეგადაც ძლიერდება ატმოსფეროს სათბურის ეფექტი, რაც დედამიწის ქერქისა და ქვემო ატმოსფეროს გახურებას იწვევს. 21–ე საუკუნეში მოსალოდნელია დედამიწის ატმოსფეროს საშუალო ტემპერატურის შემდგომი ზრდა 1,1 – 6,4 °C–ით. სათბური აირების კონცენტრაციის ზრდის შეჩერების შემთხვევაშიც კი ეს დათბობა კიდევ ათას წელს გაგრძელდება. მხოლოდ ამის შემდეგ არის მოსალოდნელი დარღვეული წონასწორობის ხელალხალი დამყარება და საშუალო ტემპერატურის დასტაბილურება.
ატმოსფეროს საშუალო ტემპერატირუს ზრდა გამოიწვევს ზღვის დონის აწევას. გაიზრდება კატასტროფული კლიმატური მოვლენების სიხშირე და სიმძლავრე, შეიცვლება ნალექების რაოდენობა და განაწილება. შეიცვლება აგრეთვე სოფლის მეურნეობის მოსავლიანობა, შემცირდება მყინვარები, გადაშენდება ცოცხალი ორგანიზმების ზოგიერთი სახეობები, გაიზრდება დაავადებათა რიცხვი.
ჯერჯერობით უცნობია დედამიწის რომელი რეგიონი უფრო მეტად დაზარალდება ამ ცვლილებების შედეგად. სახელმწიფოთა
უმრავლესობამ ხელი მოაწერა კიოტოს ოქმს, რომელიც ატმოსფეროში სათბურის აირების გაფრქვევათა შემცირებას ისახავს მიზნად. თუმცა არ წყდება დებატები იმის შესახებ, თუ რა უფრო რაციონალურია: გლობალური დათბობის შეჩერების ან შემოტრიალების მცდელობა თუ ადაპტაცია არსებულ და მოსალოდნელ ცვლილებებისადმი.
საერთაშორისო ორგანიზაცია ”Global Humanitarian Forum”-მა, რომლის თავმჯდომარეც გაეროს გენერალური დირექტორი ბან კი-მუნია, გამოაქვეყნა დასკვნა, რომელშიც გლობალური დათბობის მსხვერპლთა ზუსტი რაოდენობაა დასახელებული. ამის შესახებ ”New Scientist”-ი წერს. მკვლევართა მონაცემებით, ამჟამად გლობალური დათბობის გამო მსოფლიოში ყოველწლიურად დაახლოებით 300 ათასი ადამიანი იღუპება. საქმე იმაშია, რომ კლიმატის ცვლა ბუნებრივი სტიქიური მოვლენების რაოდენობის ზრდას იწვევს, ისეთების, როგორიცაა გვალვა და წყალდიდობა. ამას გარდა ცვალებადი კლიმატი გავლენას ახდენს განვითარებული ქვეყნების სოფლის მეურნეობაზეც, რასაც შიმშილობამდე მივყავართ. ”Global Humanitarian Forum”-ის მონაცემებით, სიკვდილიანობის დიდი წილი (90%-ი) განვითარებულ ქვეყნებზე მოდის. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ 2030 წლისათვის დათბობის მსხვერპლთა რაოდენობა ყოველწლიურად 500 ათასამდე გაიზრდება
დედამიწაზე ახალი კლიმატური ეპოქა დადგა
დედამიწაზე ახალი კლიმატური ეპოქა დადგა. ჯერ არავის შეუძლია იმის პროგნოზირება, თუ უახლოეს მომავალში როგორი იქნება დედამიწაზე კლიმატი. შესაბამისად, გასაკვირი არ არის ის ვითარება, რომ წამყვანი მეცნიერი კლიმატოლოგები ხშირად აპელირებენ წარსულზე.
რაც შეეხება 2011-2012 წლებს, იქნება გარდატეხა ე.წ. კვანტურ ევოლუციურ ნახტომში, რომელიც დაიწყება მიმდინარე წლის ნოემბერში და დასრულდება 2013 წლის პირველ ნახევარში.
დედამიწა აქტიურად იცვლის ვიბრაციულ სიიხშირეს, რის გამოც ადამიანებს სულ უფრო მეტად უჩნდებათ გაღიზიანების მომენტები, მწვავდება ქრონიკული დაავადებები. განსაკუთრებულ გავლენას კლიმატური ცვლილებები იწვევს ადამიანის ფსიქიკაზე, რაც, თავის მხრივ, აგრესიის განმაპირობებელია.
სეისმოლოგები აკეთებენ გაფრთხილებებს ახალ მიწისძვრებთან დაკავშირებით. მეცნიერებმა ცუნამის წარმოქმნის საშიშროება ხმელთაშუა ზღვაშიც კი იწინასწარმეტყველეს.
მიმდინარე წლის აპრილის ბოლოსა და მაისის დასაწყისში ამინდმა ნათლად წარმოაჩინა, რომ ის ისეთივე არ არის როგორიც ადრე. მაგალითისთვის: პოლონეთსა და რუმინეთში მოვიდა თოვლი; ამერიკაში – დამანგრეველი შტორმი და 362 ტორნადო; იტალიასა და ესპანეთში – ანომალიური სიცხეა, ხოლო ციმბირში უკვე ზაფხული დადგა; ტაილანდში მუსონების სეზონი ივნისის ნაცვლად აპრილში დაიწყო; დიდ ბრიტანეთში უჩვეულოდ მშრალი და თბილი ამინდია, რაც ტყის ხანძრების მიზეზი გახდა; გასული ზამთარი არქტიკაში 5 გრადუისით თბილი აღმოჩნდა.
ჰიდრომეტეოროგები მიიჩნევენ, რომ კლიმატის ცვლილების მიზეზი ჩრდილოეთ ნახევარსფეროში გოლფსტრიმის თბილის დინების 8 მილით გადაადგილება გახდა.
ნასას ექსპერტები ამტკიცებენ, რომ ანომალია უშუალოდ უკავშირდება ტემპერატურის გლობალურ მომატებას. ბოლო 20 თვის განმავლობაში დედამიწაზე ტემპერატურა უფრო მაღალი იყო, ვიდრე გასული 130 წლის განმავლობაში. 2010 წლის იანვარ-აპრილში ტემპერატურა აბსოლუტურ სარეკორდო მაჩვენებელს მიაუხლოვდა.
“მათემატიკური მოდელები აჩვენებს, რომ ტემპერატურა შემდგომშიც გაიზრდება”, – განაცხადა “ნასას” ხელმძღვანელმა ჯეიმს ჰანსენმა.
მსოფლიო დიდი საშიშროების წინაშეა ემუქრება თუ არა მსოფლიოს 10 საოცრებას განადგურება დაახლოებით 2030 წელს?
ტურისტულმა პორტალმა “Budget Travel”-მა, გაქრობის პირას მისული ბუნების 10 საოცრების ნუსხა გამოაქვეყნა. მათი განადგურების თარიღად მეცნიერები 2030 წელს ასახელებენ.

გთავაზობთ მათ ჩამონათვალს:
1 ბელიზის ბარიერული რიფი – მნიშვნელოვნად დაზარალდა. მრავალ ადგილას მან მარჯნების 50% დაკარგა, ისინი გაუფერულებას ამ დრომდე განაგრძობენ. ამის მიზეზი გლობალური დათბობაა.

2. კონგოლეზის ღრმული – ეს ამაზონის შემდეგ სიდიდით მეორე მასივია, რომლის ფლორისა და ფაუნის ორი-მესამედი 2040 წლისთვის, გაეროს დასკვნის თანახმად, განადგურდება. მისი გადარჩენა მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ გარემოს დამცველები ეფექტურ ღონისძიებებს გაატარებენ. ამჟამად ტყეებს ინტენსიურად ჩეხავენ, რადგან ფერმერები პირუტყვისთვის საძოვრის ნაკლებობას განიცდიან. აფრიკაში მაღაროების ინტენსიური მშენებლობა მიმდინარეობს.

3. მკვდარი ზღვა – ბოლო 40 წლის განმავლობაში მისი მოცულობა მესამედით შემცირდა, ზღვის დონემ კი 24 მეტრით დაიკლო. შედეგად დაახლოებით 50 წელიწადში მკვდარი ზღვა აღარ იარსებებს. ამასთან, კოსმეტიკის მწარმოებლები ზღვის ფსკერის მინერალურ მარაგს ანადგურებენ.

4.ევერგლეიდსის ეროვნული პარკი (აშშ, ფლორიდა)-ფლორიდის პარკის ტერიტორია ერთადერთი ადგილია, სადაც ფლორიდული პანტერა ბინადრობს, პარკის მოცულობა უკვე 60%-ით შემცირდა.

5.მადაგასკარი – თუკი ამ აფრიკული სახელმწიფოს ტყეების გადარჩენაზე არ იზრუნებენ, 35 წელიწადში ისინი მთლიანად გაიჩეხება და დაიწვება. მადაგასკარის მკვიდრნი კი დაიღუპებიან.

6. მალდივის კუძულები -თუკი გლობალური დათბობის პროცესი გაგრძელდება, ეს კუნძულები, რომლებიც ზღვის დონიდან დაახლოებით 2 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობენ, ჩაიძირება.

7.ჩრდილოეთ და სამხრეთ პოლუსები -გლობალური დათბობა განადგურებით ანტარქტიდის პინგვინების 80%-ს ემუქრება. არქტიკაში ამ ბედს თეთრი დათვებიც გაიზიარებენ. პოლარული ყინულის დადნობასთან ერთად, ეკოსისტემები იღუპებიან. 20-40 წლის შემდეგ ანტარქტიდაში ახალი ყინულის მასივები აღარ შეიქმნება.

8. ვეფხვების პოპულაცია – ვეფხვების ნახევარზე მეტი ინდოეთის ბინადარია. მსოფლიოში მათი რაოდენობა ამჟამად 3200-ია. ვეფხვები, შესაძლოა, 12 წელიწადში მთლიანად განადგურდნენ. მარტო ჩინური ტრადიციული მედიცინის საჭიროებისთვის დღე-ღამეში საშუალოდ თითო ვეფხვს კლავენ.

9.ტაჰუამანუს ჯუნგლები (პერუ) -პერუს პროვინციაში მადრე დე დიოსში წითელი ხის მარაგი მოიპოვება. წითელი ხე ტაჰუამანუს ჯუნგლებში ხარობს. უკანონო ჩეხვის გამო ხეების რაოდენობა დღითიდღე ნადგურდება. მხოლოდ აშშ წითელი ხის 80 %-ს მოიხმარს. ხისგან ავეჯს აწარმოებენ.

10. იანძის მდინარის აუზი-მკვლევარებმა აღიარეს, რომ ამ რეგიონში არსებული ფლორა და ფაუნა სერიოზული საფრთხის წინაშე დგას. მაგრამ ტურისტების მიერ დახარჯულმა თანხებმა, შესაძლოა, ბუნება განადგურებისგან იხსნას.

No comments:

Post a Comment